1. პროექტის სახელი: გიორგი ლეონიძის ყივჩაღის პაემანი.
2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით : გიორგი ლეონიძის პოეზიის გაცნობა.
3. პროექტის სრული აღწერა: ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება,პრობლემის გადაჭრა , კონკრეტული ცოდნის შეძენა,ინტელექტუალური შრომისათვის საფუძვლის მომზადება,
ინტერესის გაღვივება.
4. მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი.
5. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : კლასი პირობითი ნიშნებით იყოფა ჯგუფებათ
ი– ისტორიკოსები.
ლ– ლექსიკოლოგები.
ფ – ფოლკლორისტები.
ლ/მ– ლექმცოდნეები.
თითოეულ ჯგუფს შესაბამის სათანადო მასალასთან ერთად ვაძლევთ დავალებას:
ლექსიკოლოგებს: ყურადღებით წაიკითხონ ლექსი, დაძებნონ მათთვის უცნობი
სიტყვები და ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში მონახონ
ამ სიტყვების განმარტებები.
ფოლკლორისტებს: ვთავაზობთ ორ ლექსს გ.ლეონიძე–"ყივჩაღის პაემანი "
ხალხური–"შემომეყარა ყივჩაღი"–შეადარონ ერთმანეთს და შეავსონ
venn-ის დიაგრამა.
ისტორიკოსებს: მოიძიონ ისტორიიდან, ყივჩაღის თემაზე მასალა ,რამდენად აქვს
ლექსისთვის მნიშვნელობა იმას, რომ ლექსის ლირიკული გმირი
ყივჩაღია?... ( თავიანთი 2–2 არგუმენტით და კონტრარგუმენტით ).
ლექსთმცოდნეებს: ვავალებთ ,გაარკვიონ ლექსის საზომი,გარითმვის ხერხი,დაძებნონ
ლიტ. პარალელები.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები ,რაც შეიძლება , შეიქმნას: venn-ის დიაგრამა
ექსპოზიცია ხალხური ლექსები. შეიძლება გამოიკვეთოს პრობლემა ,მაგ. რა მიმართებაა ხალხური ბალადის პერსონაჟთა და ლეონიძის შედევრის ლირიკულ გმირს შორის? ლექსის ლირიკული გმირი უტივარი მოძალადეა თუ გახელებული მიჯნური ?
8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტი დაეხმარება სხვებს გამოიყენონ მიწოდებული
მასალა , გაიმდიდრებენ ცოდნას.
9. სამუშო ენა: ქარათული.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან :
11. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული
ენა და ლიტერატურა. ფოლკლორი. ისტორია.
12. პროექტის ფასილიტატორი: ქეთინო ღლონტი.
13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა: ketinoglonti@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
Friday, March 19, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment